- Joined
- Jun 20, 2026
- Messages
- 9
სან ანდრეასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსი
კარი პირველი — სისხლის სამართლის ზოგადი დებულებები
კარი პირველი — სისხლის სამართლის ზოგადი დებულებები
1.1 სან ანდრეასის სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლებს, განსაზღვრავს, რომელ ქმედებებს ეძლევა დანაშაულებრივი შეფასება, მიუთითებს დანაშაულის სახეებს და განსაზღვრავს მის ჩამდენ პირთათვის დაწესებულ სასჯელებსა და სხვა სისხლისსამართლებრივ ღონისძიებებს.
1.2 ეს კოდექსი შეესაბამება სან ანდრეასის შტატის კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
1.3 ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ქმედებების პრევენცია და მართლწესრიგის დაცვა.
1.4 ქმედების დანაშაულებრიობა და მისი დასჯადობა განისაზღვრება იმ სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა ქმედების ჩადენის მომენტში.
1.5 დანაშაულის ჩადენის დროად ჩაითვლება ის მომენტი, როდესაც მოქმედებდა ან უნდა ემოქმედა ამსრულებელს ან თანამონაწილეს. შედეგის დადგომის დრო მნიშვნელობას არ აქვს.
1.6 სან ანდრეასის შტატის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩამდენ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით.
1.7 სან ანდრეასის შტატის ტერიტორიაზე ჩადენილად ითვლება დანაშაული, რომლის დაწყება, გაგრძელება, შეწყვეტა ან დასრულება მოხდა ამ შტატის ტერიტორიაზე.
1.8 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ კოდექსის საფუძველზე დაეკისრება პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ისეთ საკუთრებაზე, რომელიც ეკუთვნის სან ანდრეასის შტატს ან იყენებს შტატის ოფიციალურ სიმბოლიკას.
1.9 თუ იმუნიტეტით მოსარგებლე პირმა სან ანდრეასის ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი წყდება მხოლოდ გუბერნატორის ან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.
─
კარი მეორე — სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და მიზეზობრივი კავშირი, დანაშაულის კლასიფიცირება
კარი მეორე — სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და მიზეზობრივი კავშირი, დანაშაულის კლასიფიცირება
2.1 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი ნორმებით.
2.2 დანაშაულად არ ჩაითვლება ქმედება, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულის ნიშნებს, მისი მცირე მნიშვნელობის გამო არ წარმოშობს ისეთ ზიანს ან ზიანის რეალურ საფრთხეს, რომელიც საჭირო გახდიდა ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
2.3 თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის.
2.4 მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
2.5 უმოქმედობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების ან კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად, როდესაც პირს ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ჰქონდა ასეთი მოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.
2.6 განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.
2.7 ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
2.8 ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
2.9 გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.
2.10 ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.
2.11 ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
2.12 ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით დანაშაული სამი კატეგორიისაა:
[]ა) ნაკლებად მძიმე დანაშაული;[]ბ) მძიმე დანაშაული;- გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
2.13 ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.
2.13 მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით.
2.14 განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.
─