მოგესალმებით!

რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეგეძლებათ შეავსოთ საჩივარი მოთამაშეზე და სასჯელის გასაჩივრება.

რეგისტრაცია!

სან ანდრეასის სისხლის სამართლის კოდექსი

Status
Not open for further replies.

Sanchez_Deep

Aka tsinsandro_
Staff member
Forum Developer
Joined
Jun 20, 2026
Messages
9
სან ანდრეასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსი
souZrtrWnAyYhL6fwLs58aN5EBV7u70i8Qg__xaglr1_CDMNy1pou0mtWmnMo2LmsYZKEEplPvxgURpufeyJkPVX6sjWlbYVxOedu7Dr-WokSuwDczaXVwXvIPHs5FbdNhgITxBh9NukxVy7yNB8n-g

კარი პირველი — სისხლის სამართლის ზოგადი დებულებები
1.1 სან ანდრეასის სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლებს, განსაზღვრავს, რომელ ქმედებებს ეძლევა დანაშაულებრივი შეფასება, მიუთითებს დანაშაულის სახეებს და განსაზღვრავს მის ჩამდენ პირთათვის დაწესებულ სასჯელებსა და სხვა სისხლისსამართლებრივ ღონისძიებებს.​
1.2 ეს კოდექსი შეესაბამება სან ანდრეასის შტატის კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.​
1.3 ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ქმედებების პრევენცია და მართლწესრიგის დაცვა.​
1.4 ქმედების დანაშაულებრიობა და მისი დასჯადობა განისაზღვრება იმ სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა ქმედების ჩადენის მომენტში.​
1.5 დანაშაულის ჩადენის დროად ჩაითვლება ის მომენტი, როდესაც მოქმედებდა ან უნდა ემოქმედა ამსრულებელს ან თანამონაწილეს. შედეგის დადგომის დრო მნიშვნელობას არ აქვს.​
1.6 სან ანდრეასის შტატის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩამდენ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსით.​
1.7 სან ანდრეასის შტატის ტერიტორიაზე ჩადენილად ითვლება დანაშაული, რომლის დაწყება, გაგრძელება, შეწყვეტა ან დასრულება მოხდა ამ შტატის ტერიტორიაზე.​
1.8 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ კოდექსის საფუძველზე დაეკისრება პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ისეთ საკუთრებაზე, რომელიც ეკუთვნის სან ანდრეასის შტატს ან იყენებს შტატის ოფიციალურ სიმბოლიკას.​
1.9 თუ იმუნიტეტით მოსარგებლე პირმა სან ანდრეასის ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი წყდება მხოლოდ გუბერნატორის ან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.​

კარი მეორე — სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და მიზეზობრივი კავშირი, დანაშაულის კლასიფიცირება
2.1 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი ნორმებით.​
2.2 დანაშაულად არ ჩაითვლება ქმედება, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულის ნიშნებს, მისი მცირე მნიშვნელობის გამო არ წარმოშობს ისეთ ზიანს ან ზიანის რეალურ საფრთხეს, რომელიც საჭირო გახდიდა ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.​
2.3 თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის.​
2.4 მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.​
2.5 უმოქმედობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების ან კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად, როდესაც პირს ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ჰქონდა ასეთი მოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული.​
2.6 განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.​
2.7 ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.​
2.8 ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.​
2.9 გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.​
2.10 ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.​
2.11 ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.​
2.12 ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით დანაშაული სამი კატეგორიისაა:​

  • []ა) ნაკლებად მძიმე დანაშაული;[]ბ) მძიმე დანაშაული;
  • გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
2.13 ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.​
2.13 მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით თავისუფლების აღკვეთას, აგრეთვე გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით.​
2.14 განსაკუთრებით მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა ათ წელზე მეტი ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.​




 

Sanchez_Deep

Aka tsinsandro_
Staff member
Forum Developer
Joined
Jun 20, 2026
Messages
9

. კარი მესამე — ერთიანი დანაშაულის სახეები და მათი კლასიფიცირება


3.1 პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მომზადებისათვის ან მცდელობისათვის, თუ მისი უმეცრების ან სხვა პიროვნული ნაკლის გამო დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული საშუალებით არ შეიძლებოდა მიღწეულიყო შესაბამისი მართლსაწინააღმდეგო შედეგი.​
3.2 განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.​
3.3 მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.​
3.4 ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის, ფსიქიკის დროებითი აშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის.​
3.5 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ასეთი ზიანისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც მართლსაწინააღმდეგო ბრძანება ან განკარგულება გასცა.​
3.6 დენადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება.​
3.7 დენადი დანაშაული დამთავრებულია ქმედების შეწყვეტის მომენტიდან.​
3.8 განგრძობადია ამ კოდექსის ერთი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას, განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან.​
3.9 დანაშაულთა ერთობლიობა ნიშნავს ამ კოდექსის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენას, რომელთაგან პირი არც ერთისთვის არ ყოფილა მსჯავრდებული. დანაშაულთა ერთობლიობად ითვლება აგრეთვე ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეიცავს ამ კოდექსის ორი ან მეტი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს.​
3.10 თუ ქმედება გათვალისწინებულია ზოგადი და სპეციალური ნორმებით, დანაშაულთა ერთობლიობა არ არსებობს და პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური ნორმით.​
3.11 დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.​
3.12 დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.​
3.13 დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.​
3.14 ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ორგანიზებული ჯგუფის შექმნისათვის ან ხელმძღვანელობისათვის დაეკისრება იმას, ვინც შექმნა ასეთი ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას. მასვე დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, თუ მათ მოიცავდა მისი განზრახვა. ორგანიზებული ჯგუფის სხვა მონაწილე პასუხს აგებს ჯგუფის მონაწილეობისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ დანაშაულისათვის, რომლის მომზადებაშიც ან ჩადენაშიც იგი მონაწილეობდა.​
3.14 ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში, აგრეთვე ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც ამ კოდექსის მიხედვით ასაკის, შეურაცხაობის ან სხვა გარემოების გამო არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.​
3.15 დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში.​
3.16 ორგანიზატორია ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას, აგრეთვე ის, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას.​
3.17 წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად.​
3.18 დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.​
3.19 ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით.​
3.20 თანაამსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მიუთითებლად.​
3.21 ორგანიზატორის, წამქეზებლისა და დამხმარის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იმავდროულად დანაშაულის თანაამსრულებლები იყვნენ.​
3.22 როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა.​
3.23 პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ანდა ერთ-ერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს.​
3.24 ისეთ დანაშაულში თანამონაწილეობისათვის, რომლის ამსრულებელი შეიძლება იყოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი დანაშაულის სპეციალური სუბიექტი, პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ორგანიზატორს, წამქეზებელს ან დამხმარეს.​
3.25 თუ ამსრულებელს დანაშაული არ დაუმთავრებია, თანამონაწილეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის მომზადებაში ან დანაშაულის მცდელობაში თანამონაწილეობისათვის. დანაშაულის მომზადებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმასაც, ვინც მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო ვერ შეძლო სხვა პირის დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად.​
3.26 მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.​
3.27 მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად გამართლებული რისკის პირობებში დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს.​
3.28 რისკი გამართლებულია, თუ ეს მიზანი არ შეიძლებოდა მიღწეულიყო რისკის გარეშე ქმედებით და თუ პირმა მიიღო ყველა ზომა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.​


სასჯელის მიზანი და სახეები


3.29 სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.​
3.30 სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირებზე ზემოქმედებით, რათა მათ განუვითარდეთ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. მსჯავრდებულზე ზემოქმედების ფორმები და საშუალებები განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ სან ანდრეასის კანონმდებლობით.​
3.31 სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.​
3.32 სასჯელის სახეებია:​

  1. []ჯარიმა;[]თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
    []საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;[]გამასწორებელი სამუშაო;
    []სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა;[]ვადიანი თავისუფლების აღკვეთა;
    []უვადო თავისუფლების აღკვეთა;[]ქონების ჩამორთმევა;
    []იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა;[]საჯარო სამსახურში დაკავებული წოდების ჩამორთმევა;
    []სპეციალური ვალდებულებების დაკისრება (მაგ: არ მიუახლოვდეს დაზარალებულს);[]მართვის უფლების ჩამორთმევა;
    []სამხედრო ბილეთის ჩამორთმევა;[]სამედიცინო ბარათის ლიცენზიის ჩამორთმევა;
    []პროფესიული და სპეციალური ლიცენზიების ჩამორთმევა (მათ შორის: ადვოკატის);[]მკაცრი გაფრთხილება;
    []სიტყვიერი გაფრთხილება;[]სახელმწიფო შავ სიაში შეყვანა.
3.33 ერთდროულად შესაძლებელია რამდენიმე დამატებითი სასჯელის დანიშვნა.​

 

Sanchez_Deep

Aka tsinsandro_
Staff member
Forum Developer
Joined
Jun 20, 2026
Messages
9
კარი მეოთხე — ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
4.1 განზრახი მკვლელობა — 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.2 მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით — 10 წელი თავისუფლების აღკვეთა.
4.2.1 დამამძიმებელი გარემოებებია:​

  • []ა) დანაშაულის ჩადენა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;[]ბ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;
    []გ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა;[]დ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, უმწეო მდგომარეობაში მყოფისა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა;
    []ე) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;[]ვ) ჯგუფურად;
    []ზ) ოჯახის წევრის მიმართ;[]თ) ორი ან ორზე მეტი პირისა;
    []ი) განსაკუთრებული სისასტიკით;[]კ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

4.3 მკვლელობა დაუდევრობით — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
4.4 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
4.5 ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენება დაუდევრობით — 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
4.6 ადამიანის გატაცება — 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.7 სხეულის მსუბუქი დაზიანება — 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
4.8 სხეულის საშუალო დაზიანება — 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
4.9 სხეულის მძიმე დაზიანება — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
4.10 სხეულის განსაკუთრებით მძიმე დაზიანება — 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
4.11 სამოქალაქო პირის მძევლად აყვანა — 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
4.12 რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, sოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს — ჯარიმა ან 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.13 იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის — ჯარიმა ან 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4.14 განზრახ დაშინება — 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
4.15 მუქარა პირის ან მისი ოჯახის მიმართ ისეთი ქმედების მოსალოდნელად გამოცხადება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას — 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

კარი მეხუთე — ადამიანის ღირსების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული
5.1 გაუპატიურება — 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
5.2 გაუპატიურება რომელმაც გამოიწვია მძიმე ზიანი ან სიკვდილი — 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
5.3 ფედერალური ცნობების უკანონოდ მოპოვება და გავრცელება — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
5.4 ადამიანის ან ადამიანთა დაჯგუფების წინააღმდეგ, მათი რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, ეროვნების ან ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით ზიანის მიყენება — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
5.5 პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს — 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.6 დანაშაულის პროვოკაცია, ესე იგი სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით — 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.7 სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით — 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.8 პირისათვის უკანონოდ უარის თქმა მასზე არსებული ინფორმაციის ან ოფიციალური დოკუმენტის გაცნობაზე, ანდა იმ დოკუმენტის ან მასალის წარდგენაზე, რომელიც უშუალოდ შეეხება მის უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე ასეთი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მასალის არასრულად ან დამახინჯებულად წარდგენა, ანდა მის გასაცნობად სხვაგვარად უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია — 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.9 სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის შეურაცხყოფა ან მის მიმართ არაადეკვატური ქცევა — 4-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
5.10 ცილისწამება ცრუ ინფორმაციის განზრახ გავრცელება პირის რეპუტაციის შელახვის მიზნით — 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.





კარი მეექვსე — ქონებრივი დანაშაული
6.1 საცხოვრებელში უკანონო შეღწევა — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.2 ქურდობა 1000$-მდე — 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.3 ქურდობა 10000$-მდე — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.4 თაღლითობა — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.5 ძარცვა — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.6[/Y] ყაჩაღობა — 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.7 ხულიგნობა — 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.8 ტრანსპორტის გატაცება — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.9 სხვისი ქონების დაზიანება — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.10 სახელმწიფო ქონების დაზიანება — 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.10.1 იმის გამო რომ დაზიანება შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი ამ მუხლზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

6.10.2 თუ სახ. ქონება ლეტალურად იქნა დაზიანებული, სასამართლოს გარეშე შეიძლება დამრღვევის დაკავება.


6.11 აზარტული თამაშები ხალხის თავშეყრის ადგილებზე — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.12 ქრთამის მიცემა — 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.13 ტრანსპორტის გაუფრთხილებლობით მართვა. სატრანსპორტო მოძრაობის ისეთი წესით დარღვევა, რომელიც ქმნის რეალურ საფრთხეს (გზაზე დრიფტი, დიდი სიჩქარით მოძრაობა საცხოვრებელ ან საჯარო ადგილებში) — ჯარიმა ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
6.14 ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართვა — 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა + მართვის უფლების ჩამორთმევა.
6.15 მოპარული ტრანსპორტის მართვა — 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.


 

Sanchez_Deep

Aka tsinsandro_
Staff member
Forum Developer
Joined
Jun 20, 2026
Messages
9
კარი მეშვიდე — სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული [ფედერალური]
7.1 ტერორიზმი, აფეთქება, ხანძარი, სხვა სახიფათო აქტები საზოგადოების წინააღმდეგ რომელიც ქმნის სიცოცხლის მოსპობის რისკს, წარმოსაჩენი ქონების დაზიანებას ან იწვევს სხვა სერიოზულ შედეგებს, ხელისუფლების ან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის დესტაბილიზაციის მიზნით ან გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, აგრეთვე საფრთხის შექმნა ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით — 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.2 ტერორიზმში პიროვნების ჩართვა ან სხვაგვარად მონაწილეობა, ისევე როგორც ტერორიზმის დაფინანსება — 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.3 სახელმწიფო მოხელის მძევლად აყვანა — 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

7.4 მასობრივი არეულობის მოწყობა (ორგანიზება) — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

7.5 სახელმწიფოს დაცულ ობიექტზე უკანონოდ შეღწევა — 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
შენიშვნა: აღნიშნულ მუხლზე, პოლიციის დეპარტამენტს ენიჭება უფლებამოსილება, რომ იმოქმედოს.

7.6 საარჩევნო უფლებების აღსრულებაში ხელის შეშლა — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

7.7 იმ ინფორმაციის გამჟღავნება, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას — 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.8 შეკრების, მიტინგების, მსვლელობის ან პიკეტის ორგანიზება ან ჩატარება დადგენილი პროცედურის დარღვევით — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

7.9 სახელმწიფო წესრიგის მოშლისათვის მატერიალური, ფიზიკური ან ნებისმიერი სახის დახმარება — 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.10 შტატში არსებული ტყეების, მდინარეების, ტბების, ეროვნული პარკებისა და სხვა ბუნებრივი ტერიტორიების დაბინძურება ნარჩენებით, ქიმიური ნივთიერებებით ან სხვა მავნე მასალით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები — ჯარიმა 15,000 ამერიკული დოლარის ოდენობით ან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.11 შტატის ტერიტორიაზე ნადირობა შესაბამისი ნადირობის ლიცენზიის გარეშე — 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.12 სან ანდრეასის შტატის დასუსტების მიზნით საწარმოს, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის ან მასობრივი მაუწყებლობის საშუალების, გზის, ნაგებობის, ტექნიკის, დოკუმენტის, დიდი რაოდენობით სტრატეგიული ნედლეულის, მასალის ან პროდუქციის, აგრეთვე მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, საზოგადოებრივი უშიშროების ან წესრიგის დაცვისათვის განკუთვნილი ან სხვა განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება — 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.13 სან ანდრეასის შტატის წინააღმდეგ, მტრულად, ტერორისტულად ან კრიმინალურად განწყობილი დაჯგუფებების სასარგებლოდ ინფორმაციის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა — 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.14 საჯაროდ საზოგადოებისთვის მოწოდება სან ანდრეასის შტატის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება — 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.15 სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების ორგანიზება დაბრკოლებების, საგუშაგოების მოწყობის გზით ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხერხით, რამაც შეაფერხა ან შეეძლო გამოეწვია რკინიგზის, საჰაერო, წყლისა და მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის ნორმალური მუშაობის შეფერხება — ისჯება ჯარიმით ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით.

7.16 ისეთი რელიგიური, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ, ანდა ასეთი გაერთიანების ხელმძღვანელობა — 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ორგანიზაციის დაშლა და ორგანიზაციის ქონების კონფისკაცია.

7.17 საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით პროკურორის ან გამომძიებლის საქმიანობაში, აგრეთვე დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა — 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.18 მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით ან/და თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნით გამოძიების დროს ან სასამართლოში — 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.19 მტკიცებულების განადგურება სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე — 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.20 დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული — 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7.21 ქუჩაში აგრესიული ქცევა. სიტყვიერი მუქარა, აგრესიული შეძახილი მოქალაქის პროვოკაცია — 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

7.22 ყალბი ზარი სახელმწიფოს მიმართ — 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

7.23 სახელმწიფო დაწესებულებაში ან სახელმწიფო ტერიტორიაზე უსაფუძვლო ყოფნა ხმაურის გამოწვევა. ჩვეულებრივ მოქალაქეს არ აქვს უფლება ყოველგვარი აუცილებლობის, დანიშნულების, მიზანმიმართული ვიზიტის ან ოფიციალური მიზეზის გარეშე შევიდეს დაიკავოს ან შეაფერხოს ნებისმიერი სახელმწიფო უწყების ოფისის, ბაზის, სამსახურებრივი სივრცის ან მის მიმდებარე ზონის მუშაობა. ასევე გამოიწვიოს ხმაური, რომელიც ხელს უშლის თანამშრომლების საქმიანობას, მოქალაქეთა მოძრაობას ან უსაფრთხოებას — 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

 

Sanchez_Deep

Aka tsinsandro_
Staff member
Forum Developer
Joined
Jun 20, 2026
Messages
9


. კარი მერვე — კონტრაბანდა
8.1 იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება, გასაღება — 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

8.2 იარაღის და საბრძოლო მასალების გატაცება — 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

8.3 1-10გრ ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გასაღება — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

8.4 10გრ-ზე მეტი ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გასაღება — 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

8.5 ფერადი ბრონის ჟილეტის შეძენა, გამოყენება, გაყიდვა, შენახვა — 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
9.1 უფლებამოსილების გადაჭარბება — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებრივი უფლებების ჩამორთმევა.

9.2 უფლებამოსილების თვითნებურად მინიჭება — 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებრივი უფლებების ჩამორთმევა.

9.3 ქრთამის აღება — 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებრივი უფლებების ჩამორთმევა.

9.4 დაუდევრობა — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებრივი უფლებების ჩამორთმევა.

9.5 დაურეგისტრირებელი ლიცენზიის და/ან მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის ფარულად გადაცემა — 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებრივი უფლებების ჩამორთმევა.

9.6 კანონით ან სხვა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტით დადგენილი პროცედურის დარღვევა — 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და სამსახურებრივი უფლებების ჩამორთმევა.

9.7 სამართალდამცავი პირების მიერ ჩადენილი ქურდობა, ბრალდებულისგან ჩამორთმეული ნივთების, რომლებიც ნივთმტკიცებას წარმოადგენენ — 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
9.7.1 ნივთმტკიცებების დალუქვა/განადგურება უნდა მოხდეს მაქსიმუმ 2 საათში.

9.8 სამართალდამცავის მიერ ნივთმტკიცებულებების გაყალბება — 8 წელი.

9.9 ნიღბის ტარება სახელმწიფო მოხელის მიერ (გარდა CID, IB, HQ(მხოლოდ FIB), HRT, SWAT, DB, USSS, DELTA) — ჯარიმა $50,000.
გამონაკლისი: სპეცოპერაციაზე ნებისმიერ ძალოვანს შეუძლია, რომ გამოიყენოს ნიღაბი.


9.10 სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლის მიერ ფორმის გარეშე იარაღის ტარება — 8 წელი.
9.10.1 CID, Detective აქვთ უფლება ფორმის გარეშე ატარონ კანონიერი აღჭურვილობა.


9.11 ფორმის გარეშე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება (გარდა გუბერნატორი, ვიცე გუბერნატორი, გენერალური პროკურორი, CID, Detective) — 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
შენიშვნა: საპროცესო ქმედებების ჩატარება CID/Detective თანამშრომლის მიერ დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას აცვია შესაბამისი სამსახურებრივი ფორმა. სამოქალაქო ტანსაცმლით აღნიშნული მოქმედებების განხორციელება აკრძალულია.

განმარტება: საპროცესო ქმედებებში იგულისხმება მხოლოდ ინდივიდის შეკავება/დაკავება გადაყვანა.

9.11.1 გუბერნია ზემოაღნიშნული წესის მიხედვით ვალდებულია გამოიყურებოდეს კლასიკური ტანსაცმელით.


9.12 სახელმწიფო, სამთავრობო ან სტრატეგიული ინფორმაციის უნებართვო გაცემა ან გავრცელება, რომელიც შეიცავს კლასიფიცირებულ ან ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობის დეტალებს — 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
9.12.1 სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლება: სახელმწიფო საიდუმლო პირების იდენტობა, ოპერატიული მონაცემები, სამხედრო დოკუმენტაცია და სტრატეგიული გეგმები, საიდუმლო გამოძიებების მასალები, დიპლომატიური მოლაპარაკებების კონფიდენციალური შინაარსი, ინფრასტრუქტურის დაცვის სქემები, უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტები, ანტი-ტერორისტული ოპერაციების გეგმები და აგენტთა იდენტობა, კიბერუსაფრთხოების პროტოკოლები და სისტემის დაცვის მეთოდები.

9.13 სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია — 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

9.14 მონაცემთა მოპარვა — პირადი ან კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვა, კოპირება ან გავრცელება — 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

9.15 სახელმწიფო ინფრასტრუქტურის ჰაკინგი. სახელმწიფო სერვერზე, სისტემებზე ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე უნებართვო წვდომა — 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.


კარი მეათე — დანაშაული სახელმწიფოს წესრიგის წინააღმდეგ
10.1 კანონის წარმომადგენელზე თავდასხმა — 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

10.2 კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა — 4 წელი.
10.2.1 კანონიერ მოთხოვნად ითვლება მხოლოდ შტატის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.

10.2.2 მოთხოვნა კანონიერი არის მას შემდეგ, როდესაც სამართალდამცავი გააცნობს თავს მოქალაქეს (ბეიჯი/ჟეტონი/წოდება, სახელი-გვარი, სერტიფიკატი).I]


10.3 სამართალდამცავის განზრახ სიცრუეში შეყვანა — 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

10.4 ჯარიმის გადახდაზე უარი — 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

10.5 სამართალდამცავისათვის წინააღმდეგობის გაწევა — 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

10.6 სამართალდამცავის კანონიერ საქმიანობაში ხელშეშლა — 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

10.7 სამართალწარმოების განხორციელებისათვის ან წინასწარი გამოძიებისათვის ხელის შეშლა — 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

10.8 [ფედერალური] დაურეგისტრირებელი ლიცენზიის და (ან) მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო მოხელის მოტყუება — 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

10.9 [ფედერალური] სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფა რომელიც ჩადენილია მისი სახელმწიფო ან სხვა პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის ან ამგვარი საქმიანობის გამო შურისძიებისათვის — 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

10.10 [ფედერალური] მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ძალაუფლების ძალადობრივ ჩამორთმევას ან ძალაუფლების იძულებით შენარჩუნებას, აგრეთვე შეიარაღებულ აჯანყებას, შტატის კონსტიტუციის დარღვევით, რომელიც ასევე მიზნად ისახავდა შტატის კონსტიტუციური სისტემის იძულებით შეცვლას — 10 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ან სასამართლოს გადაწყვეტილებით — სამუდამო პატიმრობა.

10.11 დემონსტრაციის მსვლელობის დროს, სამართალდამცავების მოთხოვნებზე დაუმორჩილებლობა — 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

10.12 დანაშაულის დაფარვა ნებისმიერი სახით — 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

10.13 ნიღბის ტარება — ჯარიმა 15.000$.

10.14 შეთქმულება სან ანდრეასის შტატის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად — 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

10.15 იდენტობის შეცვლა. სახელის, დოკუმენტების შეცვლა კანონდარღვევის დასაფარად — 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.



souZrtrWnAyYhL6fwLs58aN5EBV7u70i8Qg__xaglr1_CDMNy1pou0mtWmnMo2LmsYZKEEplPvxgURpufeyJkPVX6sjWlbYVxOedu7Dr-WokSuwDczaXVwXvIPHs5FbdNhgITxBh9NukxVy7yNB8n-g


სან ანდრეასის შტატის ოფიციალური დოკუმენტი

 
Status
Not open for further replies.
Top