- Joined
- Jun 20, 2026
- Messages
- 9
სან ანდრეასის კონსტიტუცია
ჩვენ, სან ანდრეასის მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, სან ანდრეასის მრავალწლიანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.
თავი I - ადამიანის ძირითადი უფლებები
მუხლი 1. ყველა ადამიანი ბუნებით თავისუფალი და დამოუკიდებელია და აქვს უფლებები, რომელთა შორისაა სიცოცხლის უფლება და თავისუფლების დაცვა, საკუთრების შეძენა, ფლობა და დაცვა, მშვიდობის, ბედნიერებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
მუხლი 2. ყველა უფლება და თავისუფლება გარანტირებულია და რეგულირდება ამ კონსტიტუციით და სან ანდრეასის შტატში მოქმედი კანონებით.
მუხლი 2.1 მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის არსებული ქორწინება არის ძალაში და აღიარებულია სან ანდრეასის ტერიტორიაზე.
მუხლი 3. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და სან ანდრეასის კანონმდებლობის შესაბამისად ამ შტატის მოსახლეობას, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა.
მუხლი 4. ვინაიდან კარგად ორგანიზებული სახალხო პოლიცია არსებობს თავისუფალი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ხალხის უფლებაა შეინახოს და ატაროს იარაღი.
მუხლი 5. არ უნდა დაირღვეს ხალხის უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, სახლი და ქონება, არაკანონიერი ჩხრეკისგან. ორდერი გაიცემა მხოლოდ საფუძვლიანი მიზეზებიდან გამომდინარე; ამ შემთხვევაში ორდერი უნდა შეიცავდეს გასაჩხრეკი ადგილის, ამოცნობილი პირების ან საგნების დეტალურ აღწერას.
მუხლი 6. დაუშვებელია დადგენილზე მეტი გირაო ან დადგენილზე მეტი ჯარიმები, რომელიც სცდება სან ანდრეასის კონსტიტუციას.
მუხლი 7. კონსტიტუციაში გარკვეული უფლებების ჩამოთვლა არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ხალხისთვის მინიჭებული სხვა უფლებების უარყოფა.
მუხლი 8. მთავრობას უფლება აქვს დაადგინოს და დააწესოს გადასახადები მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიერ ნებისმიერი წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე.
მუხლი 9. გუბერნატორის უფლებამოსილების ვადა მთავრდება, უფლებამოსილების 45 დღის გასვლის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს მისი ხელახალი არჩევის შემთხვევაში.
მუხლი 10. სან ანდრეასის შტატი უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლების უფლებას, დისკრიმინაციის გარეშე.
მუხლი 11. სან ანდრეასის შტატის თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს ოფიციალური წერილით, მიმართოს მთავრობის ადმინისტრაციას, რეფორმებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ.
მუხლი 12. მთავრობის ადმინისტრაციამ არ უნდა გამოიტანოს რაიმე საწინააღმდეგო კანონი რელიგიის დამკვიდრებასთან ან მის თავისუფალ განხორციელებასთან დაკავშირებით, ან შეზღუდოს სიტყვის და პრესის თავისუფლება, ან ხალხის უფლება შეიკრიბოს მშვიდობიანი გზით და მიმართოს მთავრობას საჩივრების დასაკმაყოფილებლად.
მუხლი 13. სისხლის სამართლის პროცესში ბრალდებულს უფლება აქვს აწარმოოს საჯარო სასამართლო პროცესი, მოითხოვოს მოწმის გამოძახება, ადვოკატის დახმარება მის დასაცავად, ასევე იმყოფებოდეს ადვოკატთან და პირისპირ მოწმეებთან, რომლებიც ჩვენებას აძლევენ ბრალდებულის წინააღმდეგ ან პირიქით.
მუხლი 14. სან ანდრეასის შტატის ტერიტორიაზე მოქალაქის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში, ძალოვანი სტრუქტურები ვალდებულნი არიან დააკავონ კანონდამრღვევი პირი.
მუხლი 15. არავის არ უნდა ჩამოერთვას თავისუფლება ან ქონება კანონიერი პროცესის გარეშე.
მუხლი 16. არავინ არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან მეუღლის წინააღმდეგ.
მუხლი 17. კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და მისი წართმევა არ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი ფლობა ეწინააღმდეგება სან ანდრეასის შტატში მოქმედ კანონებს.
მუხლი 18. კანონი (დანაშაული) რომელიც დადგენილია დამამძიმებელ გარემოებაში უკუძალა არ აქვს.
მუხლი 19. სახელმწიფოს ღალატია: მის წინააღმდეგ ომის წარმოება, მტრებთან კოალიციის ჩამოყალიბება, ან მათთვის დახმარების და მხარდაჭერის გაწევა.
მუხლი 20. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, კანონის შესაბამისად შეიძლება დაწესდეს ინდივიდუალური შეზღუდვები უფლებებსა და თავისუფლებებზე, მათი მოქმედების საზღვრებისა და ხანგრძლივობის მითითებით.
მუხლი 21. ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს შტატში 55 წელზე მეტხანს და არის ან იყო საჯარო სამსახურში, უფლება აქვს მიიღოს საპენსიო შეღავათები სან ანდრეასის შტატის მთავრობისგან.
მუხლი 22. სან ანდრეასის შტატში შრომის თავისუფლება გარანტირებულია ხალხისთვის. მონობა აკრძალულია. იძულებითი შრომა აკრძალულია, თუ ის არ არის სასჯელი.
მუხლი 23. მოქალაქეები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან შეზღუდვისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, შეიძლება ვადამდე განთავისუფლდნენ გირაოს გადახდისთანავე სან ანდრეასის შტატის კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს უფლება არ ვრცელდება მოქალაქეზე რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით დამნაშავედ იქნა ცნობილი.
მუხლი 24. სან ანდრეასის შტატში ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი, თავისი ქონება, უფლებები და თავისუფლებები ნებისმიერი კანონიერი გზით.
მუხლი 25. ამ კონსტიტუციის დებულებები სავალდებულოა. არცერთი სხვა კანონმდებლობა არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სან ანდრეასის შტატის კონსტიტუციას.
თავი II - ხმის მიცემის უფლება
მუხლი 26. სუვერენიტეტის მატარებელი და ძალაუფლების წყარო შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც სან ანდრეასის შტატში, არის მისი ხალხი.
მუხლი 27. ყველა პირს, რომელიც ცხოვრობს სან ანდრეასის შტატის ტერიტორიაზე და აქვს შეერთებული შტატების მოქალაქეობა, აქვს პოლიტიკურ-კონსტიტუციური უფლება და შეუძლია სრულად ისარგებლოს ამით.
მუხლი 28. სან ანდრეასის შტატში აკრძალულია ნებისმიერი ფორმით მოქალაქეების ნებისმიერი საარჩევნო უფლების შეფერხება ან იძულება.
მუხლი 29. სან ანდრეასის შტატში აკრძალულია მოქალაქეების პოლიტიკური მიზეზების გამო დევნა.
მუხლი 30. სან ანდრეასის შტატში ყველა არჩევნები ტარდება სახალხო კენჭისყრით.
მუხლი 31. არჩევნები და რეფერენდუმი არის ხალხის ძალაუფლების უმაღლესი და პირდაპირი გამოხატულება სან ანდრეასის შტატში.
მუხლი 32. თანამდებობის დაკავებისთანავე სან ანდრეასის შტატის არჩეული გუბერნატორი ფიცს დებს ხალხს:
„მე, [სახელი], საზეიმოდ ვფიცავ, რომ დავიცავ სან ანდრეასის შტატის კონსტიტუციას, ყველა გარე და შიდა მტრის წინააღმდეგ, რომ ვიქნები სან ანდრეასის შტატის კონსტიტუციის ჭეშმარიტი რწმენა და ერთგულება, რომ მე თავისუფლად ვიღებ ამ ვალდებულებას ყოველგვარი გონებრივი დათქმის ან თავის არიდების განზრახვის გარეშე, და რომ კარგად და კეთილსინდისიერად შევასრულებ იმ მოვალეობებს, რომლებსაც ვაპირებ ვიკისრო. ღმერთო მიშველე! »
თავი III - შტატი სან ანდრეასის
მუხლი 33. მთელი პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს. სან ანდრეასის შტატის მთავრობა იქმნება ხალხის დაცვის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, რომლებსაც აქვთ უფლება შეცვალონ და რეფორმები მოახდინონ მთავრობაში, როგორც ამას საზოგადოება მოითხოვს.
მუხლი 34. სან ანდრეასის შტატი არის ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენელი ნაწილი.
მუხლი 35. შტატი მოიცავს ქალაქ ლოს სანტოსს, ბლეინის ოლქს და კუნძულ კაიო პერიკოს, რომლებიც წარმოადგენენ შტატის ქვედანაყოფებს. სან ანდრეასის შტატის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მართვას უშუალოდ გუბერნატორი ახორციელებს.
მუხლი 36. აკრძალულია ოლქების მხრიდან სეპარატიზმის ნებისმიერი ქმედება.
მუხლი 37. სან ანდრეასის შტატის ოფიციალური ენა არის ინგლისური.
მუხლი 38. სან ანდრეასის შტატის მთავრობა იყოფა სამ შტოდ: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. სასამართლო ხელისუფლება თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს დამოუკიდებლად და დამოუკიდებელია სხვა შტოებისგან.